აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის მისთვის შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე წარდგენილი არც ერთი ბრალდება აღიარა.
ბრალდების ფორმალური გაცნობის შემდეგ, რა დროსაც ტრამპი დროებით დააკავეს, მაიამის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს არ დააკისროს შეზღუდვები ფლორიდის შტატის ფარგლებს გარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით.
ამავე დროს როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ტრამპს აეკრძალა საქმეში ბრალდებულებთან დეტალების საქმის განხილვა, რათა ადგილი არ ჰქონდეს მათზე ზეგავლენას.
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი.