აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპისთვის მზადაა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც Reuters წერს, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, არის თუ არა პრეზიდენტი მზად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპისთვის, რაზედაც მან დადებითად უპასუხა.

"დიახ, მე მზად ვარ", – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე დღეს საჰაერო იერიში მიიტანა. კიევში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, უკრაინის მასშტაბით ოთხი ადამიანია დაღუპული, ხოლო 44-ზე მეტი კი დაიჭრა.