აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში ასობით პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან განიხილა.
„მე მჯერა, რომ ისინი 1 400 პატიმრიდან უმეტესობას გაათავისუფლებენ. მე დიდი პატივისცემა გამოვხატე ქვეყნის ლიდერის მიმართ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ლუკაშენკო ძალიან ძლიერი ადამიანია, მაგრამ მას 1 400, ან 1 500, ან უფრო მეტი პატიმარი ჰყავს. ჩვენ ვსაუბრობთ მათ გათავისუფლებაზე. ვფიქრობ, ბევრი მათგანი პოლიტპატიმარია და, როგორც ჩანს, ისინი მათ უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ“, – განაცხადა ტრამპმა.
თარგმანი საზოგადოებრივ მაუწყებელი