დომინიკის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი ურთიერთობების აკრძალვა გააუქმა და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. 

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყანაში მცხოვრებმა გეი კაცმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანონი მის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევდა და "მასსა და სხვა LGBT პიროვნებების მიმართ ძალადობრივ და სიძულვილით მოტივირებულ ქცევას" ახალისებდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოსამართლე კიმბერლი სენაკ-ფულგენსი წერს, რომ მათი დადგენით, სექსუალური დანაშაულების აქტის მე-14 და მე-16 სექციები თავისუფლების, გამოხატვისა და პირადულობის უფლებას არღვევდა, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული.