უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა აუცილებლად მიიღებს ფულს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის.
„ეს მოხდება 100%-ით, საკითხავია რა მოცულობით. რადგან არსებობს სამი ელემენტი: თავად გაყინული აქტივები, შემოსავალი მათგან და გადასახადები ამ შემოსავლებზე. გაყინული აქტივები საკმარისია ჩვენი აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად“, - განაცხადა მან El Pais-თან ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, თანხის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება.
მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც ჩაიდინა.