უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა უკრაინის დახმარების გაზრდის გარანტიების მიღების თაობაზე.
მინისტრმა კოლეგებზე მითითებით თქვა, რომ ომით გადაღლაზე "არანაირი საუბრები არ მიმდინარეობს".
„დღეს დახურულ კარს მიღმა მოვისმინე, და ყველამ აღნიშნა ეს, კატეგორიული "არა" ომისგან დაღლილობის ნებისმიერ მინიშნებაზე და არა ნაკლებად კატეგორიული „დიახ“ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებასა და გაზრდაზე. კოლეგებმა არა მხოლოდ მოახდინეს რისი საკითხების კონსტატაცია, არამედ რეალურად დაადასტურეს, რომ დახმარება არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაიზრდება კიდეც,” - განაცხადა კულებამ.