რუსეთი ვეფხვი არ არის, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება, "ქაღალდის დათვები" არ არსებობენ და რუსეთი ნამდვილი დათვია, – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინის გაჭიანურებული ომი რუსეთს "ქაღალდის ვეფხვად" წარმოაჩენს.
"რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება. "ქაღალდის დათვები" არ არსებობენ, რუსეთი კი ნამდვილი დათვია", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ შეზღუდვებისა და სანქციებთან დაკავშირებული "გარკვეული დაძაბულობის წერტილების" მიუხედავად, რუსეთი ინარჩუნებს მდგრადობას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
"არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო სრულიად არაპროგნოზირებადი მაკროეკონომიკური სიტუაციის ეტაპზე გადავიდა. მსოფლიოში ეკონომიკური ანალიზის შესაძლებლობა გაქრა. ეკონომიკური ანალიტიკოსი რომ ვიყო, სხვა სამსახურს მოვეძებნიდი, რადგან პროგნოზირება შეუძლებელია", - დასძინა მან.