კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ NATO რუსეთთან ომში დე ფაქტო ჩართულია იმით, რომ უკრაინას დახმარებას აწვდის. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადების პასუხად ილაპარაკა.
"NATO რუსეთთან ომობს. ეს აშკარაა და არანაირ დამატებით მტკიცებულებას არ საჭიროებს. NATO დე ფაქტო ჩართულია ამ ომში". - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, მანამდე სიკორსკიმ კიევში უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრის დროს თქვა, რომ NATO რუსეთთან ომში ჩართული არ არის, თუმცა რუსეთი ცდილობს, ომი უკრაინის საზღვრებს მიღმა გააფართოოს.