უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დაბლოკვა „საშობაო საჩუქარი“ იქნება რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებისთვის, ამგვარი გაფრთხილებით გამოვიდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონმა ვაშინგტონში ასპენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, იტყობინებიან AFP, DPA და Bloomberg.

კამერონმა მოკავშირეებს უკრაინის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. მან უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა „დიდი გამოცდა ჩვენი თაობისთვის“.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ამერიკელთა სიცოცხლე“ შესაძლოა, საფრთხეში აღმოჩნდეს, თუ პუტინი ნატოს ქვეყანას ამოიღებს მიზანში".

„მიმაჩნია, რომ ეს არის დიდი გამოცდა, დიდი გამოწვევა ჩვენი თაობისთვის. დავიცავთ თუ არა ამ დემოკრატიას?... ეს ფული უნდა მივცეთ უკრაინელებს, უნდა დავუჭიროთ მხარი და დავრწმუნდეთ, რომ პუტინი წააგებს, რადგან თუ ამ სახსრებს ხმა არ მიეცემა (კონგრესში ), იქნება მხოლოდ ორი ადამიანი, ვინ გაიღიმებს - ერთი მათგანი ვლადიმირ პუტინია რუსეთში, მეორე – სი ძინპინი პეკინში. მე არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე არ მსურს, ამ ადამიანებიდან რომელიმეს საშობაო საჩუქარი გავუკეთო“, - თქვა კამერონმა.

კამერონმა განაცხადა, რომ აპირებს განიხილოს შეერთებულ შტატებში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების პერსპექტივა ომით განადგურებული უკრაინის აღდგენაში.

„ეს არის რეპარაციების წინასწარ გადახდა, რომლის გადახდაც რუსეთს ოდესმე მოუწევს უკანონო შემოჭრისთვის“, - თქვა მან.