არ არის საჭირო მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
"როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელი რჩება - უკრაინის განადგურება, სამშვიდობო გზით მოგვარების ინიციატივები, რომლებიც ბოლო პერიოდში ჟღერდება - სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული მოქმედებები", - დაწერა დანილოვმა სოციალურ ქსელში.
"არაა საჭირო ჩვენი მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი. იარაღი ყველაზე კარგი შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტია, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის", – წერს დანილოვი.
მას არ განუმარტავს რომელ სამშვიდობო ინიციატივებზეა საუბარი.