ჩილეს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გარდა ამისა, ტურისტული ქალაქის, ვინია დელ მარის მერმა ასევე განაცხადა, რომ ორასზე მეტი მცხოვრები დაკარგულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 43 000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა.
ხანძარი უჩვეულოდ მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.