ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ბუდაპეშტის ცენტრში ვიქტორ ორბანის მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე. იუწყება Reuters.
მომიტინგეებმა პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს, ისმოდა შეძახილები: "ჩვენ არ გვეშინია" და "ორბანი გადადგეს!"
დემონსტრაციას ხელმძღვანელობდა პეტერ მადიარი, უნგრეთის მმართველი პარტიის ფიდესის ყოფილი წევრი, რომელიც მუშაობდა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებსა და ბანკებში. ის ახლა საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.