დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთმა, დიდი ალბათობით, დაიწყო დნიპროს ძალების ჯგუფის (DGF) ნაწილების გადაყვანა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან ზაპოროჟიესა და ბახმუტის სექტორების გასაძლიერებლად.
უწყების ცნობით, ეს ძალები პოტენციურად 49-ე არმიის რამდენიმე ათას ჯარისკაცს, მათ შორის 34-ე ცალკე მექანიზებულ ბრიგადას, ასევე მედესანტეებსა და საზღვაო ქვეითებს მოიცავს.
"DGF-ს გადანაწილება სავარაუდოდ, ასახავს რუსეთის აღქმას, რომ კახოვკას კაშხლის ჩამონგრევისა და შედეგად დატბორვის შემდეგ უკრაინის დიდი შეტევა დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნაკლებად სავარაუდოა", - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ანგარიშში.