დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემების შესაძენად გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო. იუწყება Reuters.
"სამყარო ჩვენს თვალწინ იცვლება, გლობალური არასტაბილურობის გამო, მათ შორის უკრაინაში რუსული აგრესიის გამო", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა.
ეს, უკრაინისთვის გადაცემული თანხა სამი ტრანშიდან მეორეა, რომელთა საერთო ოდენობა 2.26 მილიარდ ფუნტს შეადგენს. პირველი 6 მარტს იყო და ბოლო ნაწილის გადარიცხვა მომავალი წლისთვის იგეგმება.