ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, უკრაინული ძალები ბახმუტთან წინ მიიწევენ.
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციას მნიშვნელოვანი რეზერვები ჰქონდეს იმისთვის, რომ ვითარება შეცვალოს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
ამასთან, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ძირითად მიმართულებებზე ტაქტიკური წარმატება და პროგრესი აქვთ.