დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი მინისტრი პირველად ჩავიდა უკრაინაში არაოფიციალური სტატუსით.
ჯონსონის ვიზიტი დაუანონსებელი იყო და მის შესახებ სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი. ჯონსონის ვიზიტის ამსახველი ფოტოები მოგვიანებით Reuters-ის ჟურნალისტმა გაავრცელა.
ჯონსონი ბუჩასა და ბოროდიანკაში კიევის ოლქის ხელმძღვანელთან, ალექსეი კულებასთან ერთად იმყოფებოდა.
რუსეთის შეჭრის შემდეგ ბორის ჯონსონი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელიც უკრაინას ესტუმრა - 9 აპრილს ბორის ჯონსონი კიევში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ჯონსონს არ უკავია ოფიციალური თანამდებობა - ის ბრიტანეთის პარლამენტის წევრია.