ჩინეთი პირობას დებს, რომ რუსეთს ლეტალურ იარაღს არ გაუგზავნის, – ამის შესახებ პეკინში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
თუმცა, მან ჩინეთის კერძო კომპანიების მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა.
"ჩვენ - და სხვა ქვეყნებმა - ჩინეთისგან მივიღეთ პირობა, რომ ის რუსეთს არ ეხმარება და არ დაეხმარება უკრაინაში გამოსაყენებელი ლეტალური იარაღით", - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ჩინეთში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ.