ბელგიაში ანტისამთავრობო აქციების გამო ავიამიმოსვლა შეწყდა. როგორც „როიტერი“ იუწყება, ბელგიაში საერთო ეროვნული გაფიცვის მონაწილეები მთავრობის მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან.
გაფიცვის გამო ბელგიაში ყველა ავიარეისის შესრულება შეჩერდა.
ამასთან, საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დაბლოკეს მისასვლელები ბრიუსელის სავაჭრო რაიონში მდებარე სხვადასხვა ბრენდების მაღაზიებთან.
გაფიცვის გამო შეფერხებებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
ბელგიის მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმის მიხედვით, უფრო მეტი შეღავათებით ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც მუშაობენ და აქვთ 35-წლიანი სტაჟი. ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლა, 35-წლიანი სამუშაო სტაჟის მიღწევის გარეშე ჯარიმით დაისჯება. „როიტერი“ წერს, რომ ახალი საპენსიო სისტემა ნაკლებად მისაღებია დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგიელები საპენსიო რეფორმის გამო საპროტესტო აქციებს მართავენ. მსგავსი მიტინგები თებერვალშიც გაიმართა.
თარგმანი: პირველი არხი