Baykar-მა უკრაინაში დრონების წარმოების ლიცენზია მიიღო. აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუკ ბაირაქტარის თქმით, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ლიცენზია ითვალისწინებს ორი ტიპის საბრძოლო დამრტყმელი თვითმფრინავის - Bayraktar TB2-ისა და Bayraktar Akinci-ის წარმოების სრულ ციკლს.
კომპანია თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ყველაზე თანამედროვე იარაღია და მისი მასობრივი წარმოება 2022 წელს დაიწყო.
კომპანია წარმოების გახსნას უკრაინაში 2025 წელს ელის. საწარმოში დაგეგმილი ინვესტიციების ჯამური მოცულობა 95,5 მლნ აშშ დოლარია.