ახალი წლის პირველ დღეს ბაქოში საშინელი ავარია მოხდა.
ავარიის მომენტის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ავტომობილი ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლზე გადავარდა და იქ ტოიტა პრიუსს შეეჯახა.
ავარიის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი საავადმყოფოში გადაყვანისას, ერთი კი საავადმყოფოში. დაიღუპნენ ტოიტა პრიუსის და მერსედესის კაცი მძღოლები (28 და 25 წლის) და მერსედესში მყოფი სამი ქალი (21, 25 და 28 წლის)