ინფორმაციას მერილენდის შტატში მდებარე ბალტიმორის პორტიდან გამოსვლისას გემის ხიდთან შეჯახების შესახებ „სიენენი" ავრცელებს. 

სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი, დანიური კომპანია „მაერისკის" მიერ დაქირავებული და ჩარტერული გადამზიდავი კომპანია „სინერგია ჯგუფის" ოპერირების ქვეშ მყოფი, 300 მეტრი სიგრზის მქონე საკონტეინერო გემი, რომელიც ტვირთი შრი-ლანკაში, კოლომბოში გადაჰქონდა, ბალტიმორის პორტიდან გამოსვლისას მდინარე პატაპსკოზე ხიდს შეეჯახა.

გავრცელებული ცნობით, ხიდზე შეჯახება 01:30 საათზე მოხდა და იმ დროს იქ მოიჯარე მუშები იმყოფებოდნენ. სამაშველო სამსახურმა წყლიდან ორი ადამიანის ამოყვანა შეძლო. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. მოგვიანებით ჰიდროლოკატორებმა წყალქვეშ სატრანსპორტო საშუალებები დააფიქსირეს. სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა ჩანგრევის დროს ხიდზე მყოფი, სავარაუდოდ 7 ადამიანის გადარჩენის შანსი მცირეა, რადგან შეჯახების მომენტში წყლის ტემპერატურა -1° იყო, სხეული წყალში ტემპერატურას კი დაახლოებით 4 წუთში კარგავს.

კომპანია „სინერგი ჯგუფის" ხელმძღვანელობის განცხადებით, ეკიპაჟის წევრები არ დაზიანებულან. მერილენდის შტატის ოფიციალურ პირთა თქმით, გათენებისთანავე მყვინთავები წყალქვეშა საძიებო სამუშაოებს შეუდგნენ.

ხიდთან გემის შეჯახების მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეჯახებამდე სამიოდე წუთით ადრე გემზე სინათლემ „ციმციმი" დაიწყო (შუქი რამდენჯერმე ჩაქრა და აინთო) და გემმა კურსი იცვალა.