ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი cbsnews ავრცელებს.
77 წლის კოლორადოელი პენსიონერმა ვალდემარ „ბად" ტაშმა, რომელიც თავის ოქროსფერ რეტრივერთან წმინდა ჯვრის უდაბნოში მოგზაურობდა, სახლში დაბრუნებისას Colorado Lotto-ს საიტზე შევიდა და აღმოაჩინა, რომ მის ბილეთს ჯეკპოტი ჰქონდა მოგებული.
ვალდემარმა 5 067 041 დოლარის სრულად, მაგრამ ყოველთვიურად მხოლოდ გარკვეული ნაწილის მიღებას ამჯობინა ერთბაშად, ოღონდ მოგებული თანხის მხოლოდ ნახევარი მიეღო.
2 533 520 დოლარის აღებისთანავე ვალდემარმა ცოლისთვის ყვავილები უყიდა, თავისი თავი კი საზამთროთი დაასაჩუქრა.
„სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ჩვეულებრივ, ის არ ყიდულობს ჩემთვის ყვავილებს. ასე რომ, ძალიან საყვარლობა იყო", - განუცხადა CBS Colorado-ს მისმა მეუღლემ.
ვალდემარის თქმით, ის და მისი მეუღლე ყოველწლიურად ექვსი თვეს არიზონაში ატარებენ, ექვს თვეს კი კოლორადოში და ცხოვრების უბრალო და მარტივი წესის მიმდევრები არიან.
მეუღლეს რამდენიმე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და მოხარული ვარ, რომ ახლა მას, სანამ გამოჯანმრთელდება, შემიძლია სახლის და ეზოს მოვლაში საჭირო დახმარება აღმოვუჩინო.
„მე მომწონს კლასიკური მანქანები და უკვე მყავს რამდენიმე, ასე რომ, შეიძლება, კიდევ ვიყიდო“. გარდა ამისა, ალბათ, დავიქირავებ ფინანსურ მრჩეველს და ბანკირს და ჩავდებ ფულს, - უთხრა CBS Colorado-ს ვალდემარ „ბად" ტაშმა.




