შემთხვევა, რომელიც კოლორადოში, ქალაქ ბოულდერთან ახლოს, ტყეში მოხდა, მსოფლიო პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა.

ცნობისმოყვარე შავმა დათვმა კოლორადოში, ქალაქ ბოულდერთან ახლოს, ტყეში, ველურ ბუნებაზე დაკვირვების კამერა იპოვა და სელფების გადაღება დაიწყო.

მოგვიანებით, როდესაც კამერა ორგანიზაცია „ბოულდერის ღია სივრცე და მთის პარკების" თანამშრომლებმა შეამოწმეს, ნახეს, რომ 580 ფოტოდან დაახლოებით 400 იყო დათვის სელფი.

„აშკარაა, რომ დათვის სწორ რაკურსის ძიებაში იყო", - ამბობს „ბოულდერის ღია სივრცე და მთის პარკების" წარმომადგენელი.


დათვის მიერ გადაღებული სელფები სოციალური ქსელებში გავრცელდა და ფოტოგენური დათვის ერთი დღეში გახდა „მოდელი", მის მიერ გადაღებულ სელფს კი ბევრი ბელფს უწოდებს (დათვი- ინგ. Bear. აქედან, ბელფი ანუ დათვის მიერ გადაღებული სელფი - „აიპრესი").

„მოდელი" ზოგიერთ ფოტოში პირდაპირ ობიეტივს უყურებს, ზოგიერ ფოტოში კი  ჩანს რომ „მორცხვობს" და ობიეტივს მზერას არიდებს, ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, „მოდელი" ქალია თუ კაცი