აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის მორიგი 350 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-სა და ჰაუბიცებისთვის, ასევე საბრძოლო მასალები ქვეითი საბრძოლო მანქანების Bradley-სა და HARM-ის ტიპის რაკეტებისთვის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, კატერებსა და სხვა აღჭურვილობას.
„ჩვენ მივესალმებით 50-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც გაერთიანდნენ უკრაინის დასახმარებლად და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მხოლოდ რუსეთს შეუძლია დღეს შეწყვიტოს თავისი ომი. ვიდრე ის ამას არ აკეთებს, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, - აღნიშნა ბლინკენმა.