შეერთებული შტატები უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს, რომელშიც, სავარაუდოდ, პირველად შევა შორ მანძილზე, 150 კილომეტრზე მოქმედი რაკეტები. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება. მოსალოდნელია, რომ მასში შევა "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემების დამხმარე აღჭურვილობა, დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin-სა და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალას.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მედიასთან თქვა, რომ პაკეტის ღირებულება მოსალოდნელია, რომ 1,725 მილიარდი იქნება. თანხები მოხმარდება Boeing Co-ს მიერ დამზადებული ახალი იარაღის, სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბის (GLSDB) შეძენას, რომლის მოქმედების მანძილი 94 მილი (150 კმ) შეადგენს. შეერთებულმა შტატებმა უარყო უკრაინის მოთხოვნა 185 მილის (297 კმ) მანძილის ATACMS რაკეტაზე.