აშშ-ის საელჩომ ჰაიტიში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა. ამის მიზეზად დიპლომატიური წარმომადგენლობა უსაფრთხოებასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახლებს.
საელჩო გავრცელებულ განცხადებაში სთხოვს აშშ-ის მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ჰაიტი კომერციული ან კერძო ტრანსპორტით.
გაეროს მონაცემებით, ჰაიტიზე კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებამ ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ძალადობის ესკალაციის გამო ქვეყნის შიგნით სახლების დატოვება 200 ათასს ადამიანს მოუწია, 5,2 მილიონი ადამიანი, რაც ჰაიტის მოსახლეობის თითქმის ნახევარია, ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
მიმდინარე თვის დასაწყისში ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მდებარე აშშ-ის საელჩო დროებით დაიხურა მის მიმდებარედ სროლის გამო.




