შეერთებული შტატების ხელისუფლება დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ ამ დროისთვის ცნობილ დეტალებს ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს AR-15-ის სტილის ნახევრად ავტომატური შაშხანიდან ესროლა თეთრკანიანმა მამაკაცმა, რომელიც საპასუხო სროლის დროს მოკლეს. მას თან პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა.
„ნიუ-იორკ ტაიმსის" ცნობით, ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღის და ფეთქებადი ნივთიერებების მაკონტროლებელი ფედერალური ბიურო ახორციელებს გადაუდებელ მოკვლევას ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვების ეროვნული მონაცემთა ბაზის გამოყენებით.
„ეიბისი ნიუსის" ცნობით, მსროლელმა შაშხანიდან დაახლოებით რვაჯერ გაისროლა. იგი ტრამპიდან დაახლოებით 200-დან 300 იარდის დაშორებით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი შენობის სახურავზე იჯდა.
ექსპერტებმა უკვე გამოთქვამენ გაკვირვებას იმ ფაქტის შესახებ, რომ შეიარაღებული პირი ასე ახლოს აღმოჩნდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან.