გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ საჭიროა, ისრაელმა ღაზის სექტორში უცხოელი ჟურნალისტები შეუშვას.

მისი თქმით, მიმდინარე საინფორმაციო ომი კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ჰამას-ისრაელის კონფლიქტში. 

"უცხოელი ჟურნალისტებისთვის ღაზის სექტორში შესვლის აკრძალვა კიდევ უფრო აღვივებს დეზინფორმაციას და მცდარ ნარატივებს" - წერია ანტონიო გუტერეშის განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ზე. 

გუტერეშის თქმით, საინფორმაციო ომმა კიდევ უფრო გაზარდა ომისგან გამოწვეული ტრავმა მოსახლეობაზე. გუტერეშის პოსტს თან ერთვის Foreign Press Association-ის განცხადებას, რომელიც ისრაელისგან ასევე ითხოვს, რომ კონფლიქტის ზონაში დაუშვან ის ჟურნალისტები, რომლებიც 2023 წლის ოქტომბრიდან ამ ომს აშუქებენ. ამ განცხადებაში წერია, რომ ამდენი ხნით საერთაშორისო მედიის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა უპრეცედენტოა ისრაელისთვის, რაც კითხვებს კიდევ უფრო ზრდის.