რამდენად დიდია რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის პასუხისმგებლობა უკრაინის ომზე, როგორ ხსნის უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე თავის უარს ანგელა მერკელი? - ამის შესახებ, ანგელა მერკელის მემუარებზე დაყრდნობით, გერმანული მედია წერს.

ყოველკვირეულ Zeit-ი ავრცელებს ანგელა მერკელის მემუარებიდან იმ ნაწილს ავრცელებს, რომელშიც მერკელი აღწერს, თუ როგორ ცდილობდა, მისი თანამდებობაზე ყოფნისას, რუსეთის მხრიდან სამხედრო პასუხის შიშის გამო, უკრაინის ნატოში სწრაფად გაწევრიანების მცდელობის ჩაშლას.

რუსეთისა და უკრაინის მიმართ მერკელის პოლიტიკისადმი კიევში კვლავ კრიტიკული დამოკიდებულებაა. მერკელი, რომელიც ახლა 70 წლისაა, მემუარებში იხსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტს, სადაც განიხილებოდა უკრაინასა და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გეგმა.

„გასაგები იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად გამხდარიყვნენ ნატოს წევრები", მაგრამ: „ახალი წევრის მიღებამ მეტი უსაფრთხოება უნდა მოუტანოს არა მხოლოდ მას, არამედ ნატოსაც“, - წერს მემუარებში გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი.