უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი უნგრელი ხალხისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში სიბიგამ აღნიშნა, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი დაბრკოლებაა.
„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი დაბრკოლებაა. უფრო მეტიც, მჯერა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საფრთხეს ქმნის თავისი ხალხისთვის“, – განაცხადა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ უნგრეთში მცხოვრებ უნგრელებს, არამედ უკრაინაში მცხოვრებლებსაც და ორბანი ბლოკავს უნგრელი ხალხის ნაწილის საერთო ევროპულ სივრცეში გაწევრიანებასაც.
როგორც უკრაინული მედია წერს, ბოლო დღეების განმავლობაში უნგრეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით არაერთი არამეგობრული განცხადება გაკეთდა.
ბუდაპეშტი უკრაინას საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში და ოპოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ უნგრეთი უკრაინას ევროკავშირში კიდევ 100 წლით აუკრძალავს გაწევრიანებას.
თარგმანი: პირველი არხი









