რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის პოტენციური მოწვევა მშვიდობის მეორე სამიტზე არ უნდა იქნეს აღქმული მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებად,– თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა უკრაინულ მედიასთან.
მისი განმარტებით, რუსეთის წარმომადგენლის მონაწილეობა მომავალ სამშვიდობო სამიტში შესაძლებელია – სწორედ ამ ადამიანს გადაეცემა „მშვიდობის ფორმულის“ 10 პუნქტის განხორციელების შეთანხმებული ერთობლივი გეგმა.
„მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას. არა, ამაზე არ არის საუბარი!",– ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, "ჩვენ გვსურს, რომ ასეთი შეხვედრაც კი, სადაც ეს გეგმა იქნება გადაცემული, იყოს არა უკრაინა-რუსეთის ფორმატში, არამედ ყველა ქვეყნის თანდასწრებით, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს გეგმას“.