უკრაინული ძალები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში 10 კილომეტრის სიღრმეზე შევიდნენ, – ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი.

მოხსენების თანახმად, უკრაინული ჯავშანტექნიკა შევიდა პოზიციებზე 38K-030 მაგისტრალის გასწვრივ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში.

ანალიტიკოსების აზრით, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უკრაინულმა ძალებმა, სულ მცირე, ორი რუსული თავდაცვის ხაზი და გამაგრებული პუნქტი გაარღვიეს.

რუსულ წყაროზე დაყრდნობით, ომის შესწავლის ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში 45 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს.

სხვა რუსული წყაროების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა სულ 11 დასახლება დაიკავეს. ამჟამად ბრძოლები კორენოვოსა და სუჯის მიდამოებში მიმდინარეობს.