როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ბლოგერები Telegram-ზე წერენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში წინსვლა განაგრძეს და დაიკავეს ქალაქ სუჯის დასავლეთ ნაწილი. ამის შესახებ Meduza წერს.
ასევე, მათივე ინფორმაციით, უკრაინელები აკონტროლებენ ქალაქთან მისასვლელ გზებს, ხოლო თავად სუჯში ბრძოლა გრძელდება.
ბლოგერების ნაწილი ასევე წერს, რომ რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს კორენევოსთან, სადაც უკრაინამ რეზერვებიც გააგზავნა.
კურსკის ოლქის ხელისუფლება უკრაინელი სამხედროების წინსვლასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.