ჩეხეთის ოპოზიციური მოძრაობა ANO-ს ლიდერმა, ანდრეი ბაბიშმა, მადრიდში, ევროპარლამენტის ფრაქცია „პატრიოტების“ ლიდერთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე „მწვანე შეთანხმების“ გაუქმებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პროექტი მკვდარია და ევროკომისია თავის შეცდომას ვერ აღიარებს. ბაბიშმა შეაქო ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც, როგორც მან თქვა, სწორად იქცევა ამ კუთხით და „ამერიკას საღი აზრი დაუბრუნა“.

დროა თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, „მწვანე შეთანხმება“ მკვდარია და წინსვლის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: „მწვანე შეთანხმების“ გაუქმება, - თქვა ბაბიშმა სიტყვით გამოსვლისას ესპანეთის დედაქალაქში, სადაც ღონისძიებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის ფრაქცია „პატრიოტების“ ლიდერები ვიქტორ ორბანი, მარინ ლე პენი და მატეო სალვინი.

ღონისძიება მცირე ხნით შეწყდა ნახევრად შიშველი ფემინისტი აქტივისტის დარბაზში შეჭრის დროს. „არავითარი დათმობა ფაშიზმზს!“ - ყვიროდა იგი





თავის გამოსვლაში ბაბიშმა განაცხადა, რომ „პატრიოტები“ ძლიერდებიან და გამოდიან პოლიტიკური იზოლაციიდან. კერძოდ, მან ახსენა ავსტრიის თავისუფლების პარტიის ხელმძღვანელი ჰერბერტ კიკლი, რომელიც შესაძლოა ავსტრიის შემდეგი კანცლერი გახდეს.

ბაბიშმა ასევე ახსენა ორბანი, რომელსაც მან უწოდა „აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკავშირე ევროპაში". ევროპა უნდა დაუბრუნდეს „თავისი ტერიტორიის დაცვას“ და საზღვრების აღდგენას, ტრამპი კი სწორად იქცევა, როცა უბრუნდება ნავთობს, ქვანახშირსა და გაზს. ამით მან „ამერიკას საღი აზრი დაუბრუნა“.

ANO-ს თავმჯდომარემ გააკრიტიკა ბრიუსელი, მათ შორის ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც, მისი თქმით, ვერ აღიარებს თავის შეცდომას, რის გამოც ევროპელთა „ოჯახები ვერ იხდიან გადასახადებს“.

„პატრიოტების“ შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა ვიქტორ ორბანის თქმით, „ტრამპის ტორნადომ“ სულ რამდენიმე კვირაში შეცვალა სამყარო და სწორედ პატრიოტები წერენ მომავალს აშშ-ში, ნიდერლანდებში, იტალიაში, ავსტრიასა და უნგრეთში. მისი თქმით, შემდეგი იქნება ჩეხეთი.

„ჩვენ ბევრნი ვართ, დიდები და ძლიერები ვართ“, როგორც ფერენც პუშკაში (ბუდაპეშტის „ჰონვედის" და მადრიდის რეალის", უნგრეთის ნაკრების და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი - „აიპრესი“) ამბობდა, „გუნდი ახლა ძალიან შეკრულია“, - თქვა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმატებას მიაღწევს და იგივე მოხდება ესპანელებთან. „მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს“ და სოროსის გეგმას, მოსტაცოს ევროპა ხალხს, განხორციელება არ უწერია.

ვიქტორ ორბანმა გაიხსენა მითი, რომლის თანახმადაც ევროპას მოსატაცებლად ხარის სახით გამოეცხადნენ და თქვა:

Vox-ის (ესპანეთის კონსერვატიული პარტია - „აიპრესი") პრეზიდენტი სანტიაგო აბასკალი ყველაზე მამაცი ტორეადორია პოლიტიკაში. „სანტიაგო, მოდი, ერთად დავაოკოთ ეს ველური ხარი!“