ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუსეთში "არასასურველ" ორგანიზაციად გამოცხადდა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესრელიზში ნათქვამია, რომ Amnesty-ს ლონდონში მდებარე ცენტრალური ოფისი "კიევის რეჟიმის თანამზრახველების მიერ დაფინანსებული გლობალური რუსოფობიური პროექტების მომზადების ცენტრს" წარმოადგენს.
"Amnesty International-ის აქტივისტები „ყველაფერს აკეთებენ რეგიონში სამხედრო დაპირისპირების გასამწვავებლად - ისინი ამართლებენ უკრაინელი ნეონაცისტების დანაშაულებს, მოუწოდებენ მათი დაფინანსების გაზრდისკენ და დაჟინებით მოითხოვენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას", - ნათქვამია პრესრელიზში.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ვერსიით, ამ ორგანიზაციის წევრები "უჭერენ მხარს ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და აფინანსებენ უცხოელი აგენტების საქმიანობას".