დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 59 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლი გზაზე მიმავალ საქონელს აერიდა და ჯიპს შეეჯახა.
ჯიპის მძღოლი კლინიკაში გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველებმა სამარშრუტო ავტომანქანის მძღოლი უკვე დააკავეს.