ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლ ოსტერი არის ცნობილი პოსტმოდერნული მხატვრული ნაწარმოებების - ნიუ-იორკული ტრილოგიის, ლევიათანის, 4 3 2 1-ის ავტორი. 

როგორც ცნობილია პოლ ოსტერი ფილტვის კიბოს გართულებით გარდაიცვალა.

ოსტერი ცნობილი გახდა გამორჩეულად სტილიზებული, უცნაური გამოცანებით დატვირთული ტექსტებით, სადაც ნარატორების დიდი ნაწილი მწერლები არიან და სიუჟეტის განვითარების ხაზი ხშირად მოულოდნელი მიმართულებით იცვლება. ოსტერი ასევე იმეორებს პერსონაჟებს თავისი ძველი ტექსტებიდან შედარებით გვიან შექმნილ ნაწარმოებებში. 

პოლ ოსტერის ბოლო წიგნი, ბაუმგარტნერი 2023 წლის ოქტომბერში გამოვიდა.