ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა  ალი ხამენეიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მოუწოდა, რომ საკუთარი ქვეყნის საქმეებს მიხედოს.

"თუ შეუძლია, საკუთარი ქვეყნის მართვით დაკავდეს", - განაცხადა ხამენეიმ ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით.

ირანის სულიერმა ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს ამპარტავანი უწოდა და აღნიშნა, რომ  ტრამპს "ხელები ირანელთა სისხლში აქვს გასვრილი".

"რამდენიმე მეამბოხეა, რომლებსაც სურთ ტრამპი გაახარონ", - განაცხადა ხამენეიმ ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ეთერში გამოსვლისას. ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს "დაამხობენ".

ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში 12 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ გააკეთა.