დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ თაიფ ერდოღანს უმასპინძლებს. ტრამპი წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან ერთად სავაჭრო და სამხედრო შეთანხმებაზე მუშაობენ.
"პრეზიდენტთან ერთად ბევრ სავაჭრო და სამხედრო შეთანხმებაზე ვმუშაობთ, მათ შორის Boeing-ის თვითმფრინავების ფართომასშტაბიან შეძენაზე, F-16-ის მასშტაბურ გარიგებაზე და F-35-ის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება," - წერს ტრამპი.