ვაკის რაიონის გამგეობას ჩეხეთის დამეგობრებული რაიონის, პრაღა 6-ის დელეგაცია ესტუმრა.
ვაკის გამგებელმა დავით კვინიკაძემ ჩეხეთის დედაქალაქის ვაკესთან დამეგობრებული რაიონის პრაღა 6-ის მერს იაკუბ სტარეკს, მერის მოადგილეებს, მარიანა ჩაპკოვას და მარიან ჰოშეკს, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს უმასპინძლა. დავით კვინიკაძემ ჩეხ სტუმრებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სტრუქტურა, გამგეობის საქმიანობა და განხორციელებული პროექტები გააცნო.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. დელეგაციის წევრებმა ჭავჭავაძის გამზირი დაათვალიერეს და თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე შესაბამისი ინფორმაცია მიიღეს. ჩეხეთის დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლამდე, გასულ წელს, პრაღაში ვაკის გამგებლის სამუშაო ვიზიტი შედგა.