ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში საგზაო სამუშაოები ხორციელდება.

ამ დროისთვის, დადიანის და ევროპის ქუჩებზე ასფალტის საფარი უკვე განახლდა. მთლიანობაში 3100 კვ. მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდა. შეკეთდა ასევე გზის მონაკვეთები არსენას N57-ის მიმდებარედ, რუსთაველის N45-სა და გაგრის ქუჩაზე.

გარდა ამისა, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც 1800 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ამ დროისთვის გზის განახლების პროცესი ასევე ლესელიძის ქუჩაზე დაიწყო. სამუშაოები 1700 კვ. მეტრს მოიცავს. საგზაო პროექტების შედეგად, ქუჩებზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება.