2023-24 წლის სათხილამურო სეზონი საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. ბაკურიანში ფრისტაილის მსოფლიო თასის ეტაპებში - მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში - 16 ქვეყნის 90 სპორტსმენი მონაწილეობდა.

შემდეგ ასპარეზობას გუდაური უმასპინძლებს, სადაც 3-4 თებერვალს, მსოფლიო თასის ეტაპები სნოუბორდ კროსის სახეობაში ჩატარდება.

10-11 თებერვალს კი,  ბაკურიანში სქი ქროსი აიღებს სტარტს, სადაც დავით თედიაშვილი იასპარეზებს. მსოფლიო თასის ეტაპებზე ტრასას ორი ქართველი:ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე გახსნის. ისინი ახლახან დაბრუნდნენ ავსტრიიდან, სადაც FIS- ის სკი კროსის შეჯიბრმონაწილეობდნენ.  

მნიშვნელოვანია, რომ გუდაური და ბაკურიანი FIS-ის ყოველწლიურ კალენდარშია შეყვანილი. ამ მიღწევას წინ უძღოდა საქართველოში წარმატებით ჩატარებულპირველ მსოფლიო ჩემპიონატ 2023 წელს, რომლის წარმდგენი კომპანია სილქნეტი იყო.

"მე დიდი სიამოვნებით ვეწვიე ბაკურიანს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც ჩვენი ღონისძიებები, ჩვენი სახეობები, ჯერ კიდევ ახალია, მაგრამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულეს და ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. ეს ყველას ანახებს, რომ ნამდვილად ყველაფერი შესაძლებელია." - აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მოხალისეების, კერძო ბიზნესის, მთელი ბაკურიანის დიდი ენთუზიაზმის შედეგი იყო ის წარმატება, რაც პირველმა მსოფლიო ჩემპიონატმა მოუტანა საქართველოს. აღფრთოვანება ისმოდა,საქართველოს მისამართით, ყველა ტრანსლირების დროს, რომელ 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა. მათთვის საქართველო უკვე  ზამთრის სპორტის მასპინძლი ქვეყანაა. საერთაშორისო დონის შეჯიბრებმა, მსოფლიო თასების ასპარეზობებმა ქართველ სპორტსმენებში დიდი სტიმული გააჩინა, რაც სამომავლოდ ახალი თაობის სპორტსმენების მატებას განაპირობებს.

რამდენიმე წლის წინ, ძალიან ცოტას  სჯეროდა საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების და ჩვენი ქვეყნის მთის კურორტების პოტენციალის. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კომპანია სილქნეტს და მის დამფუძნებელს გიორგი რამიშვილს, რომელიც მეორე ათეული წელია გვერდში უდგას სათხილამურო ფედერაციას. ამ თანადგომამ  ჩვენ ქვეყანაში ზამრის სპორტისმომავლი განსაზღვრა.