ზესტაფონში კომპანია „საქკაბელმა“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გადაიარაღებული საწარმოო სივრცე და ახალი შოურუმი გახსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დაესწრო.
„განახლებული საწარმოო სივრცეში „საქკაბელი“ უშვებს ახალ, ენერგოეფექტურ პროდუქციას, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. ჩვენ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ვეხმარებით ისეთ პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ აფართოებენ წარმადობას და ასორტიმენტს, არამედ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაში. ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციებული ინვესტიციითმოხდა. შედეგად, ვხედავთ მოდერნიზებული საწარმოს აღჭურვილს მაღალტექნოლოგიური მანქანა - დანადგარებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საწარმომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „საქკაბელი“ ისკომპანიაა, რომლის ნაწარმიც ექსპორტზეცგადის, ახალი საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოება კი ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.
„საქკაბელმა“ „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს უნივერსალის პროგრამის მხარდაჭერით, სესხის პროცენტის სუბსიდირებით ისარგებლა. კომპანიამ საწარმოში მანქანა-დანადგარები განაახლა და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი სოლარ კაბელების წარმოება დაიწყო. საწარმომ აიღო ხარისხის ევროპული სერტიფიკატი აიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ „საქკაბელის“ წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს. ინვესტიციის შედეგად კომპანიაში 35 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.