ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: ‘’რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი’’. - წერს მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში:

"პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გურიაში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებს.
 
ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: ‘’რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი’’.

მიზანი ზუსტად ესაა: მან და მისმა შვილმა კერძო თვითმფრინავით იფრინონ ამერიკულ უნივერსიტეტებში და დანარჩენ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრულად შეუზღუდოს.

ალტერნატივაც უკვე შემოგვთავაზეს 

 - რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის სწავლა უფასო გახდა."- წერს მიხეილ სააკაშვილი.