ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ქართული კომპანიის აქციების კურსის გუშინწინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, გუშინ „თიბისი ბანკის" და „საქართველოს ბანკის", დღეს კი „საქართველოს კაპიტალის" აქციების ღირებულების ზრდა დაფიქსირდა.
„საქართველოს კაპიტალის" აქციების ღირებულებამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დასრულების მომენტში ვაჭრობის დასაწყისში არსებულს 5,74%-ით გადააჭარბა.
„თიბისი ბანკის" აქციების ღირებულება შემცირდა 0,37%-ით .
„საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულება 1,08%-ით შემცირდა.