მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ერთიანობა და გამარჯვება ოჯახებიდან იწყება.
„ჩვენი ღირებულებები, პატივისცემა, რაზედაც ვეფუძნებით, სწორედ ოჯახიდან იწყება. მინდა, პატრიარქს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის. ვხედავთ, როგორი სიხარულია დღეს ერში. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. ასეთი ერთიანობა როდესაც იქნება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, სწორედ ოჯახებიდან იწყება ჩვენი ერთიანობა და გამარჯვება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ