დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.

საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე  სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი  დაფინანსდება.

პროგრამაში მონაწილეობა,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 თებერვლის  ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები   სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:

ქ. თბილისი, თამარაშვილის  ქ.N15ა;

ქ. გორი, სამების  ქ.N1;

ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის  ქ.N5ა;

ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის  ქ.N106;

ქ. ქუთაისი, ი.  აბაშიძის გამზ. N27.