ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ კრებებზე სოფლების: დუმაცხოვის, ახალუბნის, ქინძათისა და მცხეთიჯვრის მოსახლეობას შეხვდა.
კრებებზე იმსჯელეს სოფლებისთვის პრიორიტეტულ პრობლემებზე და დაისახა მათი გადაჭრის გზები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებებზე მოსახლეობამ შემდეგი პრიორიტეტები გამოკვეთა: დუმაცხოვსა და ახალუბანში ბეტონის გზის მოწყობა გადაწყდა, ქინძათისა და მცხეთიჯვრის მოსახლეობამ არჩევანი სასმელი წყლის სისტემების მოწყობაზე შეაჩერა.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. მუნიციპალიტეტის მერი თითოეულ კრებას თუ კონსულტაციას პირადად დაესწრება.