ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის  მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. ქსელის ჯამური სიგრძე 145 გრძივ მეტრს შეადგენს.

პროექტის მიმდინარეობისას, 13 აგვისტოდან, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შვიდი დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება ჭავჭავაძის გამზირიდან ავალიშვილის ქუჩის მიმართულებით სრულად შეიზღუდება.

ამირეჯიბის გზატკეცილიდან კი გახსნილი იქნება მხოლოდ ერთი ზოლი.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, სრულად  გადაიკეტება კორპუსებთან მისასვლელი გზა. აღნიშნული სამუშაოები 19 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. ამ პერიოდში სამუშაოები 09:00-დან 23:00 საათამდე განხორციელდება. 

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.