საფრანგეთის პირველ დივიზიონში მეცხრამეტე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ პარიზს ესტუმრა და ლიდერს „პარი სენ-ჟერმენს“ გაუმართა ბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა.

მასპინძლების მიერ პირველ ტაიმში გატანილ ორ გოლს მეორე ტაიმში ზურიკო დავითაშვილმა უპასუხა. მან მის წინააღმდეგ დანიშნული ჯარიმა თავადვე ბრწყინვალედ შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, დარჩენილ 26 წუთში კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

ზურიკო დავითაშვილის თამაში Flashscore-მ 7,4-ით შეაფასა.